პოეზია · ლირიკა
შებრუნება
რაც მართალია,მართალია,შენ ჩემო ა ქ ე ბ,მიწაში რომ ხარ,ზევითა ხარ ორი იმდენი,ცხოვრობ მშობლების ნაყიდსა და ჭერიდან ნაგებსახლში(მოყვარე გემდურის და მტერი გენდობა)...
აღმოსავლეთით თუ ჩაიყვან ბინდისას,ანდადასავლეთიდან ამოიყვან ძმაო თუ შენ მზეს,მე გპირდები,რომ ყოველ დილით არყით და ლუდითისევ გრადუსში შეგაბრუნებ ნაბახუსევზე.
შენ ვერ ატარე ვერტერივით სხვა და სხვა მოდისვნებები,ისევ მეორადებს იზომებ ვნებებს,შენ როცა იშვი,ადექი და მაშინვე მოკვდი,შენს დაბადებას,რომ მოკვდები,იზეიმებენ...
თან B პუნქტიდან A პუნქტამდე ხაზების გასმას(ე.ი.უკუღმა) შეეჩვიე ლექსის რაინდი,შენი ცხოვრების(ხო,აწ უკვე) მიზანმა,აზრმა-იმ ერთმა გოგომ,შენს გულში რომ ბინა დაიდო,
ასობით ბარელ სისხლგამოვლილ საკუთარ გულზე,ხარ უიმედოდ და ცალმხრივად შეყვარებული...ყოველ კვირადღე შენ იმ გოგოს თვალებში უმზერდა სიგარეტით ჭერი როგორ შეიბოლება.
ის როცა მოდის,წვერს იპარსავ ძალიან სუფთად,მერე შემოსულს შენს ოთახში(შუა კარიდან),რა დაშავდება,თვალებში რომ უკუღმა უთხრა(ჩუმად):,,რ ა ხ რ ა ვ ყ ი მ რ ე ი ლ ძ,რ ე ი ლ ძ,ნ ე შ ე მ,ა ი თ ა ნ !"