↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეგატივი

ჩიხლაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი2309 ნახვა

—
ნინო დარბაისელს
წარმოიდგინე ქალაქი პირიქით:მაღალი ამწეები ცათამბჯენების საძირკვლებთან,სადაც ჯერ ეს სახლები არ ჩანსდა ხრიოკ მიწას ამშვენებს მხოლოდღრუბლები, ოქროსფერ მაგრამ ცარიელ ცაზე.წარმოიდგინე ცხოვრების ნეგატივი:გინდა მიუძღვნა შენი ხსოვნაიმ დავიწყებულ, ვერგამოცნობილადამიანებს,ვისთანაც ცხოვრობდი, ადრე თუ გვიან, ასი, ორასი ანმეტი წლის წინათ, მოვიდა დრო და დაემშვიდობე,აღარც გინახავს.თუ გინდა უთხრა: მე შენ მახსოვხარ, ძველებურად,როგორც მიყვარდი, თუმცა ვერ გხედავ, აბასად ხარ?მიჩურჩულე,ხელით მანიშნე,დამიქნიე ხელი ქუჩაში,მითხარი: მე ვარ,ეს მე ვარ, მიცანი?წარმოიდგინე ნეგატივი:აღარასოდეს აღარ კარგავ საყვარელ ნივთებს,ნაცნობ ხმებს და საკუთარ თავზე უფრო ძვირფასადამიანებს.შეგიძლია წარმოიდგინო?

ჩიხლაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი