პოეზია · ლირიკა
ზღაპრის ათინათი
არას მქნელს, უნდა მეკიდოს,ნაცარქექიას გუდა;ჩემ თავს დავაკლებ, სხვას არვის,თუკი ვარ ქარაფშუტა.
არ დაგინდივარ, სოფელო,კისერი მომიგრიხე...წავალ, დამხვდება ის ჩემიმდინარისპირი, რიყე.
მიცნობენ, შემომანათონთეთრმა, ქათქათა ქვებმა...რაღა დროს ქოთქოთია დადევთან ხელდახელ შებმა.
რა ვხატო, უქმად ხეტიალსვერაფრით დავეხსენი;სხვანი ლაღობენ, მე კვლავაცვარსკვლავთა მიხმობს სხვენი.
მაბრუებს, თავზე დამბრუნავს -შემოდგომების ქარვა...გზას ვეღარ ვიგნებ, უკანაცდამბრუნებელი არ ვარ.