პოეზია · ლირიკა
ლექსს უჩემობა ურჩევნია
გინდა, წამიღე, მდინარევ,გინდა, გამაპე, მეხო!..გულს მომწყდა, შეიფრთხიალა,რაც უკვე გამოეყო.
რაღა აზრი აქვს, ვითვლიდეწლებს - გამოშრეტილ ციფრებს...აღარას მკითხავს, თუ შესძლო,ლექსი თავისით იფრენს.
გამსხლტარი, უფრო აზიდავსჩემ გვარ-სახელს და გუჯაბს;მან იცის, ხორცი დაჭკნება -გაცალკევება უჯობს.