↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არ მინდა სიტყვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95291 ნახვა

—
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!როდესაც სიტყვა დაიბადება,სამართლის ალი - როგორც ბურუსი,ისე ირღვევა და იფანტება.მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელსევდის მორევში მცურავ თვალებით,მითხარი რამე, თორემ სულს დავლევგამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,შენზე ოცნებით დაიწვა იგი,განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს,სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავსგამოუთქმელი და მწარე ალი,სადაა სიტყვა, რომ ამოაშროსგულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი