↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შუაღამეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
შუაღამეა... ზღვის ნეტარ გულშიწყნარად სხივებს ჰბანს კაშკაშა მთვარე...შუაღამეა... ვარსკვლავთა კრებამორცხვად ციმციმებს შუქმოელვარე...სატრფოვ, აღარ მსურს შენგან შორს ყოფნა,მსურს მთვარესავით სხივებში მხვევდე...ერთხელ დახედე ჩემის ყოფნის ზღვას,ერთხელ ჩემს გულშიც ჩამოიხედე!შუაღამეა... სადღაცა მწყემსისალამურს უკრავს, ღუღუნებს სტვირი,ხედავ, ნაზ ყვავილს როგორ ეხვევამთით მოწყვეტილი ცელქი ზეფირი!დავემხვე პირქვე და ავქვითინდი,თავდავიწყებით მიწას ვემთხვიე,სატრფოვ გულისა! ცელქ ნიავივითშემომეკონე... შემომეხვიე!
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი