↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ათრობდა ხალხთა მწუხარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი.მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებასდა მედიდურად ხელს აწერდა ნიკოლაოზი.
ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი -ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანებაგულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.
კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ,ხე არ ჰყოფნიდა მეფეს - კაცთა ჯვარზე საცმელად,მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად...
ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!
1917
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი