↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იქ პოეზიის ფრიალებს დროშა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს,რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი,მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს,მე კი ნამდვილად ვარ ბედნიერი.
ზღვაში ჩავაგდებ საოცარ ანკესს,აჰა, სირენას ამოჰყვა გული,იგი მომასმენს მშვენიერ ჰანგებსდა მე ნამდვილად ვარ მოხიბლული.
დღე გაჟღენთილა ქროლვით მზიანით,სადღაც, სხვა მხარეს გადანატანი,ზღვა ღელავს ისევ ხალისიანი,დღე ელავს, როგორც ცეცხლის მადანი.
მიცურავს გემი, ტრიალებს ზვირთი,ჩვენ გავაყოლეთ ხომალდებს კვალი,იქ პოეზიის ფრიალებს დროშადა დროშებს შურით გასცქერის თვალი.
1918ოდესა
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი