↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშობლიური ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს -ზამთარს ბილიკი დაუტანია...„დიდი ხანია?“ - მივმართავ ტყეებს,და ტყე გუგუნებს: „დიდი ხანია“...
შეხავსებია კლდეები კლდეებს,იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.„ამირანია?“ - მივმართავ ტყეებს,და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,ის გული ისევ ჩემი გულია...„დაკარგულია?“ - მივმართავ ტყეებს,და ტყე გუგუნებს: „დაკარგულია“...
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...ფერები ჭევრი ირევა ბევრი,ლალების ტევრი - ლილა და შინდი...
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით,და ცა ალუბლით სავსეა... კმარა.ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,დარიალიდან ზარავდა ზარა...
სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად,შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო.მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს,იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!..
შეხავსებია კლდეები კლდეებს.იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.„ამირანია?“ - კვლავ ვკითხავ ტყეებს,და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი