↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მცხეთიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.ვინ ააშენა იმ სიმაღლეს? რა პოეტობაშესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?
ეხლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,შავით მოსილი, მწუხარებით მიყვება ახოს.
ჩვენ გავიარეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,და ისევ მთები... მეჩეთია ეს თუ საკანი?თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?
ასულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქაურობას,მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,ასე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმაურობას.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი