↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მგზავრის სიმღერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
რამდენ მდინარეს არბევსეს დატეხილი მთები,დემონისას ჰგავს წარბებსმძლავრი ნიაღვრის ფრთები.
სუნთქვა მაღლიდან მორბის,როგორც ქარული რაში,და ბუდეები ორბისმიჯგუფებულა მთაში.
უუძველესი ციხისჩანს ნანგრევები შორი,ჩქარი მდინარის რიყესრგოლებს აზომებს ქორი.
დგება საღამო ჟამი,მთებს ეპარება რული:ჩქარა დაეშვი, ღამევ,და დამიმშვიდე გული.
ჩქარა დაეშვი, ბინდო,ფიქრი მომეცი წმინდა,ვისაც ვენდე და მინდო,კვლავ მომაგონდეს, მინდა.
მინდა ახალი გზები,მინდა ახალი რამე,გაბრწყინვებული მთები,განათებული ღამე!
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი