↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალი მეკვლე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
კარგია გრძნობით ნთებული ბრძოლების მკაცრი ჯახებადა შემდეგ გამარჯვებული სიმღერის შემოძახება.
ეს მე ვარ - რწმენამახვილი ნებისყოფა და ძალ-ღონე,ბევრი ქარიშხლის მნახველი, ბევრი გრიგალის გამგონე.
ჩემი ხმაც სმენამჭევრია, გული წმინდა და მაგარი.საქმე კვლავ ბევრზე ბევრია... წინ, გაბედულად დაჰკარი!
მშრომელო, მარად გიყვარდეს, ვით გიყვარს, შრომის სიალე!პოეტო! ბასრი კალამი ხმალივით დაატრიალე!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი