სამი დიდი ოკეანეგარე უვლის ნათელ მხარეს,მთვარიანი და მზიანიზეცა აფრქვევს სიანკარეს.ორ ზღვას შუა ძველისძველადსაომარი იყო ლელო -ის გადარჩა და სახელადეწოდება საქართველო.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს დიდებას,წინაპართა ძვლებს დავიცავ!
ასწით კავკასიის ფარდა! -ეს ამერი და იმერი,მისი „ხელი ხმალს იკარ“ დამისი „მრავალჟამიერი“.მიყვარს მარად მხნე და ძმურიის გურია და სვანეთი,თუში, ფშავი და ხევსური,აჭარა და თრიალეთი.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს უფლებას,შენს უფლებას სისხლით ვიცავ!
აღმოსავლეთ-დასავლეთისგზა მიხვეულ-მოხვეული,იავნანა მეგრელ დედის,აფხაზური, მოხევური,ლაზთა რბევა, სისხლის ტბორითშეღებილი ქართლ-კახეთი!რაჭა-ლეჩხუმია შორით,ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
და ვიგონებ იმერეთისომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას,მის ჩონგურებს და წერეთლისუდარებელ წერეთლობას.„გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,დაჰკარ გრძნობით დაირასა“, -განა გული ძველის ჩრდილითსამუდამოდ დაირაზა.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ ფაზისის ცას,საირმეთა ეშხს დავიცავ!
აგერ წინამძღვრიანთკარისქარი არხევს ზვარის სამოსს,და ხავერდი სავსე მთვარისმოჰფენია საგურამოს.მეცხრამეტევ! განთიადითგვეგებება ოხვრა კაკლის...ახალგაზრდა გოლიათიეხლა ავსებს ამ დანაკლისს.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ!
დიდი გზებით მიდის ძველთადიდება თუ დამარცხება.ეთვისება ზაჰესს მცხეთადა არაგვიც არა ცხრება.უსივრცოა დროთა სივრცედა მდიდარი - ფეროვნება,მისი შრომა, მისი სიბრძნე,მისი დიდი ხელოვნება.მშობლიუროჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს სიმართლეს,სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ!
მტკვარს დაჰყურებს მაღლით ჯვარისმონასტერის სიამაყე,მოვიარე მთა და ბარი,მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე.ხუროთმოძღვარს აქ ჰყავს მცველიმეომარი და მგოსანი,და ჩუქურთმა უფრო ძველი,ვიდრე ვეფხისტყაოსანი.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას,იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ!
მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ,მოკირწყლული იყო ძვლებით,მოღაღადე უკეთესად,ვინემ უსახელო წლები.იმ წარსულთან რა ძლიერიანათებს აქ დროის თვალი -რარიგად სჩანს მშვენიერისაქართველოს მომავალი!მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ იმ მომავალს,იმ მომავლის მზეს დავიცავ!
და ხმალივით ბასრი გრძნობაარის ფუძე ახალ ხანის,ჰგავდეს რკინას ნებისყოფათვითეული ჩვენთაგანის.გამარჯვების გზებით მიდისთვითეული დღე ფრთამალი,რომ არ სჩანდეს კვლავ იმ დიდისიდუხჭირის ნატამალი.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს მიღწევებს,შენი დროშის ფერს დავიცავ!
ოცდაექვსი საუკუნისწინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,ხელნაწერნი განვლილ დროისმოგვითხრობენ გმირთა ამბავს -სუნთქვა ძველი წიგნებისა,მშვენიერი ძველი ენა,სული ქართლის ცხოვრებისა,რუსთაველის აღმაფრენა!მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ უძველეს განძს,იმ უძველეს წიგნს დავიცავ!
შლა წიგნების მიყვარს ძველის,მშვენიერი ძველი ენა,კიდევ - რაც ამ ოცი წელისგადიშალა აღმაფრენა,რაც ამბავი მოგუგუნეამ ანბანით აწყობილა...სხვა მეოცე საუკუნეარასოდეს არ ყოფილა!მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს ახალ გზებს,შენს უახლეს წიგნს დავიცავ!
ეხლა ვეღარ გეტყვის ბედი,საქართველო ნაწამებო:ქართლს განუდგა იმერეთი,საკუთარი სურს სამეფო.თემურ-ლენგის ვერ წამოვაველურობის ხმა და ზახი.თბილისს რომ არბევდა ხროვაჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს მშვიდობას,შენს მთასა და ზღვას დავიცავ!
ქარმა მიანგრ-მოანგრიაძველი ქვეყნის საბუდარი,აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან,ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი.ის ვერ ითვლის გმირთა მხარ-მკლავსვერც უხვობასგენიისას,და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს,ვარსკვლავს აკადემიისას.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ ერთა ძმობას,მეგობრობის ფიცს დავიცავ!
თუ მრავალგზის დანგრეული,კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე,თუ მოედო მეყვსეულიმშენებლობის ნიაღვარი,თუ ძალების არდაზოგვაამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს -ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქაახალ გზისკენ მოგვიწოდებს.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს მიღწევებს,შენი დროშის ფერს დავიცავ!
თუ ბუნების მოკვდავ კაცებსგვიერთდება აღტაცება,თუ გვამხნევებს და გვიტაცებსგანახლების დიდი მცნება,თუ ყოველ დღის მძაფრი ჟინიახალ სიმაგრეებს აგებს -ეს მისთვის, რომ ჩვენ ლენინიმუდამ წინსვლას გვიქადაგებს.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!
ქვეყნის მეტის მზით ავსებასაგანია ჩვენი ზრუნვის,ჩვენ შევსძელით დაფასებაჩვენი მძლავრი საუკუნის.გავიარეთ სევდისმგვრელიგზათა სივრცე და საზღვარი,გადავლახეთ ღამე ბნელიდა ბურუსი ყოველგვარი.მშობლიურო ჩემო მიწავ,შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,გიცავდი და გიცავ მარად,გიცავდი და კვლავ დაგიცავ!
1940