↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრება სიზმარია

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7059 ნახვა

—
ვინ იცის, ცხოვრება სიზმარია.და თუ სიზმარი მთავარი გმირის სიზმარიადა თუ ცხოვრება სიზმარია _ცხოვრება შენი სიზმარია.
ვინ იცის, ცხოვრება შენი სიზმარია,მაგრამ შენ, ვინ იცის, რა ხანია, გაიღვიძე.
და შენ, ვინ იცის, მართლა შენა ხარ და ამიტომაბა, ვინ იცის, რა ხნის ძილი და ღვიძილი იცი.და ვინ იცის, როდის გაიღვიძედა ვინ იცის, როდის დაიძინებდა ვინ იცის, როდემდე გვეჯერება, რომ ისევ დაიძინებდა ვინ იცის, ვინ იცის, რა გვეშველება,სანამ ისევ დაიძინებ...
ან ვინ იცის, რა ხანია, ისევ დაიძინედა რა ხანია, სხვა სიზმარს ხედავ.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი