↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი არაფრის დიდებით

ზანგური გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი16362 ნახვა

—
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებითდა ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!
მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდადა დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.
მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.
მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,სარკე _ არსებობის პირადი პასპორტი,ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევადა ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.
მე დამღლის თამაში პატარა სცენაზე,ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.
მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტოდა ახლა სიგარეტს _ ქალის თითს მოვწევდი.
27 მაისის 2005 წ.
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი