პოეზია · პოემა
საშობაო ამბავი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
I
ღარიბი არი გეგენა,როგორც ზამთარში მინდორი,რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს,შეძლება არ აქვს იმდონი.ჩაცმაზე ვინღა რას იტყვის?ტანზე აცვიათ კონკებიცოლსა და შვილებს ერთგვარად,სანაგვეს მონაპოვები.
ხარი არა ჰყავს, არც ფური,თითქმის არც ერთი ქათამი;სახლში არ უჩანს არც ქვაბი,არც საფხეკელი, ასტამი,და ქოხს, გადახრილს გვერდზედა,ხელს ახლებ - გააქვ თამთამი.დღიურის ნამუშევარითიგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა.წამს მოსვენება არა აქვსგეგენას, წელში მოხრილსა.ცოდვას არ იზამს არაფერს:ღმერთი აშინებს ძალიან,ლოცულობს გულ-მხურვალედა,დროს რომ იხელთებს, სცალიან.ღარიებებისა ღვთის მიმართმას ესმის აურ-ზაური;თვით არ ემდურის, თუნდ წლამდევერსად იშოვოს შაური.
II
ხვალ შობა არი, სოფელშიმზადება, ფაცა-ფუცია,ყველა იმას ჰკლავს, რის დაკვლაცსოფლის კაცს გულში უძია.სამუდამოდა ღორს თუ ცხვარს,ბევრს თვალი დაუხუჭია.დიასახლისებს უპყრიათხელში ბატ-ქათმის კუჭია.გეგენა ოჯახობითურთმიყუჩებულა, მუნჯია:რა დაკლან, რა გამოაცხონ,როს ბედი მათთვის ძუნწია?!ცეცხლი უნთიათ კერაზე,ზედ უდევს დიდი კუნძია.მჭადი თუ ექნათ ხვალისთვისდა ზედაც წყალი სასმელად,ღმერთს შესწირავენ მადლობას,არაფერი აქვთ სათქმელად.დაღამდა, თოვნაც დაიწყო,ქარისა ისმის ზუილი;ასკდება ჩამოვარდნილიქარიდან, მგლების ყმუილიქოხი კედლებს და კერასა,როგორც საქონლის ზმუილი.იქ საქონელსა რა უნდა -ოცნება არი ტყუილი!..ცეცხლის ალიცა ბარბაცებსმთვრალივით აქეთ-იქითა,თითქოს უსვია კახურიჯიხვით და არა ჭიქითა.
III
გარედან ისმის ძახილი,არაკუნებენ კარებსა:„მომხედეთ, კაცი ვინა ხართ,უმწეოს, შესაბრალებსა!“გეგენამ კარი გააღო,გაიცქირება გარეთა;წინ უდგას ვიღაც გლახაკი,დაღონებული მწარედა.ყელს უწევს ემუდარება:„მგზავრი ვარ შორის გზიდანა,მისტუმრე, აგრემც უფალიწყალობას მოგცემს ციდანა.სასმელ-საჭმელი არ მინდა,ოღონდაც მქონდეს საფარი, -ოღონდაც გავთბე ცეცხლზედა,მგზავრობა-გადმონაყარი“.- მობრძანდი, შენი ჭირიმე,ვაჰმე, მომიკვდა თავია!სტუმრის მიღება სახლშიაეგრეც თუ ძნელი არია?!მობრძანდი, ძმაო, მობრძანდი! -ებღაუჭება გეგენა,წინ მიუძღვება ცეცხლისკენ,თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა.- ღარიბ-ღატაკი კაცი ვარ,გული კი ღმერთმა იცოდეს!ვინ არის, გულის პასუხსაკაცისას გამოიცნობდეს?მცხვენიან, რა ვქნა, რა გიყო?რით გიმასპინძლო ან კია?ძირს რა დაგიგო, დაგხურო? -სთქვა, თავი გადაარწია.„რადა სწუხდები, მეც თავად,მხედავ, კაცი ვარ გლახაო,მარტო ცეცხლზე რომ გამათბო,სიკეთედ დაგინახაო,დიდ სიკეთედა. ნუ ამბობ,რა სათქმელია ეგაო,ბოდიშის მოხდა მეტია,შენს სარჩოს თვალით ვხედაო.“უთხრა პასუხად სტუმარმა,კვნესით ჩამოჯდა კერაზე:„ცეცხლი ამ სიცივეშიასაამურია ყველაზე;გარეთ სიცივე მომკლავდა.ეს ჩემთვის დიდი მადლია,ბედნიერი ვარ ფრიადა,მე არაფერი მაკლია.“გეგენა იხდის ფარაჯას,ბეჭებზე ახვევს სტუმარსა,სჭუჭკავს და თავზე ევლებათავ-დაკიდებულს, მდუმარსა.თუმც მეტის ლოლიობისთვისგლახაკი ეტყვის მდურვასა.ყველა - დიდი და პატარა -ოჯახის უფროსს ჰბაძავენდა არ იციან, ვით დაჰხვდნენ,სტუმარს ღმერთადა ჰსახავენ!ერთი ფეხებს ჰხდის, მეორეუფრო თბილს ადგილს უმარჯვებსდა, თუ რამ მოეპოვება,მხრებზე გასათბობს უმატებს.„ღმერთმა გიშველოსთ, ჩემს ნაცვლადიქნებ მან მოგცესთ წყალობა,ვევედრი, თქვენს საწყლობასამან გაუწიოს წამლობა.“თავად თუმც ჰშიანთ. მაგრამამჭადი სულ სტუმარს მოართვესდა უხარიან ყველასა -მშიერი კაცი გააძღეს.შემდეგ მის მოსასვენებლადთბილი ლოგინი გააწყვეს.თავად კი მშივრები დაწვნენ,რა გადიწერეს პირჯვარი.ეძინათ, ვიდრე განთიადსთან მოჰყვებოდა ცისკარი.
IV
პირველად გეგენა ადგადა გადაქექა ნაცარი,ცეცხლისა შესანახადანაკვერჩხლებზედა ნაყარი.დაანთო ცეცხლი. განათდაქოხი და ქოხში რაც არი;გაოცდა მეტის-მეტადა,სუართი ნახა საზარი:იმის ქოხისა კელდებითეთრია, როგორც საყდარი,სავსეა სანოვაგითა,რასაც ინატრებ, აქ არი,მაგრამ ლოგინში სტუმარი,უყურებს, აღარსად არი!..
1910 წ.