პოეზია · ლირიკა
სამეფოს სიმღერა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ქალო, გნახე ფეხშიშველა,გამაჰგოგდი ეზოშია;გენაცვალე _ კაკაბს ჰგვანდი,მოსეირნეს ფერდოშია.ვისი ძუძუ გიწოვნია,იისა თუ ვარდისაო!გენაცვალე, შავთვალწარბავ,გულო ჩემის დარდისაო!გამიგონე, სად მირბიხარ,შე უჯიშოს გვარისაო?!შენ თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა, _სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;ერთხელ კიდევ დამენახვე,ღმერთი დედას გიცოცხლებსა!..