↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქი სადაც

ზანგური გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი16359 ნახვა

—
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას _ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორიადა ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცა სროლა;
სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებასდა პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვებადა ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.
ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს...იქ, სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭიდა ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.
ქალაქს, რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვსდა მტრედებს ჭამენ, ისე შიათ დაკარგვა რწმენის,ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,სადაც სიცოცხლე სულელია, სიკვდილი _ ბრძენი.
სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,მაგრამ ნერვებით, ერთმანეთის ზიზღით, ხმამაღლა,სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვასდა სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.
ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლესქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი.
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი