↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უძრავი ქალაქი

ზანგური გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი16357 ნახვა

—
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო.იქნებ მე ამ წვიმაში, გზა რომ დანისლულია,შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო.მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია.მინდა თვალზე ცრემლების _ ალუბლების დაკრეფადა ღრუბლები, გარშემო მერცხლები რომ უვლიან,შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება.მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია.რაღაც ნისლის მაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,ეგ თვალები დამჭირდა, ეგ ღიმილი დამჭირდა.უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია:შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ.მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,იცი, რა ლამაზი ხარ, იცი, რა ლამაზი ხარ?!ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით.ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა _ ნათურა,შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით.მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის.კარგო, ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის.უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად.ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო,შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო...დუდუნ, დუდუნ, დუდუნ, დუდუნ, დუდუნითშენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი.ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშიკვამლი იდგა მატარებლის კუპეში.რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაცშორს წახველი ჩემგანაც და მათგანაც.ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარიაამ სულსწრაფი ვაგონების არია.
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი