↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულიერი რობოტები

ზანგური გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი16358 ნახვა

—
ახლოვდება რაღაც ცაზე მაშტაბური,მსოფლიოა გარინუდლი მოლოდინით,მინდვრებია უყვავილოდ დაშრამული,ქალაქები _ დანგრეული მხოლოდ იმით,
რომ მოკვდავებს თანადგომა დაუკარგავთდა ცხოველურ ინსტიქტებით მოქმედებენ,რაც კი ფრესკა ტაძრებისთვის დაუქარგავთ,კაწრავენ და ფლირტაობას აღმერთებენ.
იმის ნაცვლად სიყვარულით გალამაზდნენ,მახინჯები ხდებიან და ბოროტები,წინაპრებიც თავისთავად გადაფასდნენ,მრავლდებიან სულიერი რობოტები.
უმეტყველო თვალები აქვს ყველას მონის,გონებაში გაყინული იდეებით;ჩამოიმსხვრა ცისარტყელა _ ზეცის ტონი _სამოთხისკენ მიმავალი კიბეები.
ბედნიერი არ უყვართ და ეშინიათ,დიალოგი ფოტოზეა ასახული.ხელოვნება შთაგონებაშეშლილია,ხმარებიდან ამოიღეს გაზაფხული.
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი