პოეზია · ლირიკა
ჩემს თანადედამიწელებს
არგრძნობის ქალაქშისიყვარულს არ ცნობენ,არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს,სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენდა ნუში კვირტობას ზეიმობს.წყვილები პაემანსნიშნავენ მოწყენით,საათის ისარმა დროება გაცვითა,ლურჯ ღამის ლარნაკში ყვავილებს მოწყდებით,ყვავილებს მოწყდებით,ცრემლებად ღაწვიდან.აღარ მაქვს ქალების განწყობის ატანა,ატმებით ვეფერე, დახორკლილ ატმებით.ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა!...ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები.მე მინდა გაჩუქოთ სამყაროს ნაწილი,მე რომ არ მეკუთვნისარცერთი მტკაველი.არც მინდა, მეყოფა სამშობლოს მანძილიყანები, სიბრძნისგან დახრილი თაველით!მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს,აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია;ვენახის დალალებს თმალერწამვაზიანსვენაცვლე, რა ტკბილი მტევანი ჰქონია!ო, ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა,რითი სვამთ _ ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით?ვინ არის ის გამირი, მიწა რომ გალახადა მთები დასივდა, გინახავთ, ვინ არის?უსმინეთ, ქართველი ღიღინებს `გუთანოს~,ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში,ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო _ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.