პოეზია · ლირიკა
ცა მეტი
შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია 13.
ფერებს იცვლიან ცისარტყელებიდა ცა მეტია ფერებზე მეტიმზიან ლოლოებს მოვეფერებით ..ჩვენს ფანჯარასთან რომ წასკდა წვეთი....ზამთრის დარიან ამინდს ტირიან...სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანსკვირტებსაც ცამეტს გვპირდება..ცა მეტს..
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლოიებიც ადრე მოვიდნენ, ადრედღეს მომენატრე და ჩემში სახლობდღეს მომენატრე...
მთვრალი ვარ. გზებზე ისევ რეტია...ფეხი მე არა, - ქუჩას ერევა.შენთან მოვიდვარ დღეს ცა მეტია,მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა,ღრუბელმა არა - გათოვდა ვაშლიხვალ-ზეგ მაისის 13 მოვადა იასამნის ლოგინსაც გავშლი.
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი,აგვისტოს, ზღვა მეტს გვპირდება ალერსსსაღამოს, მზე მყავს ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ - კვირითთარსს დღეს შევრიგდით რატომღაც..... ცამეტსკვლავ გამეღვიძა შენ თმაში დილითმელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს.
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმითდეკემბრის ცამეტს შეგცივდა მახსოვსდა ჩვენს ქუჩაში ტრამვაის სიმითეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია,ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარსი რიცხვია ცამეტი.