↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უსიკვდილოდ, უეჭველად

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი27001 ნახვა

—
უსიკვდილოდ, უეჭველად,უსათუოდ, უთუოდ,კართან უნდა უდარაჯოთ,ღამე უნდა უთიოთ.უხმაუროდ, უსიმღეროდ,უხმოდ, უსაზანდაროდ,სულში უნდა ჩაიძვრინოთ,ხელისგულზე ატაროთ.უჯაროდ და უაჯამათოდ,უეროდ და უბეროდ,იის წყალი უნდა უსხათ,სული უნდა უბეროთ.ბარდი უნდა,დარდი უნდააკრეფოთ და აცელოთ,ნიავი არ მიაკაროთ,თვალი არ მოაცილოთ.არ გაზომოთ ტიტულებით,რანგებით და ჩინებით,გაუფრთხილდეთ,გაუფრთხილდეთუნდა თვალის ჩინივით.უნდა ლოცოთ,სიხარულისცრემლით უნდა ატიროთ,მუდამ,მუდამ,გულთანგულით,გულში უნდა ატაროთ.1978
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი