პოეზია · ლირიკა
* * * უგამყიდველო მაღაზიაში
უგამყიდველო მაღაზიაშიპამიდორების ხანძარი ენთო.და ცეცხლის რიგში უსიტყვოდ იდგაორასზე მეტი მშიერი ვედრო.ისე იღვროდა მუქი ალმური,ვერ გაარჩევდი ვისმე და რასმე,არ ისვენებდა ოთხასი ხელი -თავგანწირული სახანძრო რაზმი.უხმოდ გაჟონა ალმა სისხლივით,უცებ მოედო ვეება კვარტალს,ათასზე მეტი კოცონი ენთოყველა კიბესთან და ყველა კართან.ყველამ ჩაცეცხლა თავისი წილი,და როცა გაქრა შიში და ზაფრა,უგამყიდველო მაღაზიაშიპამიდორების ხანძარი ჩაქრა.1973