პოეზია · ლირიკა
გოგონა ქაღალდის კაბაში
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,ქალწულთა უარს _ კოკრების გაშლას,თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,სურნელოვანი ბწკარის საყელოდა ყვირილივით სიყვარულს ვითმენპოეტი _ უხმო და უსახელო.ქუდი გეხურათ, ისიც ქაღალდის,გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,ტანზე გეწერათ: `მალე დაღამდეს!~,ვკითხულობდი და ჩამომეძინა.