↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და აღარ მთავრდება

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19623 ნახვა

—
(ზღვისფერყანწელებს)
წვიმიდან იწყება და აღარ მთავრდებაწვეთების ფეხის ხმა,ბათუმის სველი ცა - ჰგავს სასოწარკვეთილს...იკეთებს ჰარაკირს...ქალაქი დაუდგა პოეტებს თავდებად,და მასში შეხიზნა,მას შემდეგ ძვლებამდე ლექსებით გაჟღენთილტკივილს ჰგავს ქალაქი...
თებერვლის სიზმარში ამინდი მძაფრდება,ცას მწვანე ფონი აქვს,შენც აღარ უყვები ისედაც ხომ იცის,თოვლია ფანტომის,და სტუმრობ სიმშვიდით გადაღლილ კაფებარს,ყავას და კონიაკსუკვეთავ... გარეთ კი თოვლი წვიმს,ესაა ბათომი...
ჩუმდები... წერ დუმილს.. ფეხის ხმა არ ისმის,დეჟავიუ გაქვს მგონი,გაწელილ სიჩუმეს ზომავ (სახაზავით)...(დროდადრო – ახველებ,)ფილტვებში წყალივით ჩაგიდგა ქარიზმა,სისხლში კი არგონი -ლექსივით - ქალაქო და მათი ნაზავითაკვირვებ მნახველებს.
პლანეტა დაფარა მომდევნო თარიღით,ფანტელთა სამოსმა,მეტი რა შეეძლო მაცხოვრის კვართივითხელთუქმნელ „სარწყუნისს“სიმშვიდით გართული გონებას დაიღლი,და ცდილობ გამოსვლასსაკუთარ თავიდან, არცისე მარტივიარის ეს მერწმუნე...
ბათუმის სველი ცა - გავს სასოწარკვეთილს...იკეთებს ჰარაკირს...დაიწყო წვიმით და ქუჩების სისველით,ფიფქების ფეხის ხმა,მას შემდეგ ძვლებამდე შავი ზღვით გაჟღენთილლექსებს ჰგავს ქალაქი,თორმეტი პოეტი სულში რომ პირველითოვლივით შეხიზნა.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი