↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უშენო რეალობა (ლოცვა გვირილას სკვნილზე)

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19622 ნახვა

—
(თ უ ნ თ ა ს)
მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი დაგვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.
ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.
ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენსამას თვითონ წყვეტს... და თუ დარჩა იმის უნარი,რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.
ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად - ,,ვუყვარვარ’’,,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმადა მარცვალ-მარცვალ, - ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.
სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,სიშორე, - შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად...!
მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი დაყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი