↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოქსუ

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11714 ნახვა

—
სადაც ყვავილები მთავრდებიანდა შენი თითები იწყებიან,შენი თითებიდან დაწყებული,ჩემი დაკარგული მიწებია.არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,ერთი უცხოელი ტურისტივით,თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.უკან ურდოები მომყვებიანდა მიტოვებული მეფეები,როცა ყველაფერი წესრიგშია,როცა ყოჩივარდებს ეფერები.სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:მთელი უშენობის მფლობელი ვარ,დიდი დანაკარგის მესაკუთრე.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი