↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 138 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
როდესაც სატრფო მიმტკიცებს ფიცით,ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს,მინდა იფიქროს, – ამ ცხოვრების მე არა ვიციდა როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მათრობს.მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა,თუმც კარგად იცის – სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს,მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა,ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.სიმართლე ვიცით, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ,სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა?არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე,სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად,რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი