↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 139 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
ვერ გავამართლებ ვერასოდეს მე შენს საქციელს:ჩემი ღალატი შენმა გულმა რადგან ინება,მაგრამ თაღლითო, მე სამასხროდ რატომ მაქციე,მაგ გამოხედვას მირჩევნია ლანძღვა-გინება.სჯობს, რომ ვიფიქრო: შენმა გრძნობამ დღეს ამოხეთქა,დღეს უკვე მივხვდი, სიყვარულო, შენთვის ვინა ვარ,და რადგან იცი მე ვერ ვუძლებ შენს გამოხედვას,მზერას მარიდებ, სხვას იმეტებ გასაგმირავად!სთქვი, რომ სხვა გიყვარს და მისთვის გაქვს გულის სამხილი,თვალს ნუ მარიდებ, თითქოს მართლა ვეღარ მიცანი,უმაგისოდაც ხომ კარგად ჭრის შენი მახვილი,მე შენგან თავი ხომ ისედაც ვერ დავიცავი.უმაგთვალებოდ ყოფნას გული მაინც ვერ იტანს,მზერით მომკალი, დამიხსენი სატანჯველიდან.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი