↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 14 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი,და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი,თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი,ჭირი გაჩნდება თუ დადგება გვალვა ფიცხელი.ხვალის ამინდის გამიმცნობიც ვეღარ გავხვდები,არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვის,არ ვიცი, როდის დაემხობა მეფეთ ტახტები,ვიცი, რომ ზეცა მომავალზე ვერაფერს მეტყვის.მაგრამ მაგ თვალთა ვარსკვლავების კითხვა მინდება,ვისწავლე კიდეც შიგ ფარული აზრის გარჩევა,არ დაშორდება სილამაზე ჭეშმარიტებას,სიკვდილის შემდეგ, თუ სანაცვლოდ მოდგმა დაგრჩება.თორემ იცოდე, შენი გრძელი დღე დამოკლდება,ჭეშმარიტეაბც სილამაზის გვერდით მოკვდება
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი