↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 140 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
რა ვერაგიც ხარ, ისეთივე იყავ ჭკვიანიდა ნუ გწადია, ჩემს სატკივარს ახსნა აღვირი,ნუ მათქმევინებ, რაგინდ იყოს ძალზედ გვიანი,თუ რა გვალვიან ტრფობაზე ვარ ცრემლად დაღვრილი.ნუ დაივიწყებ, მოწყალება თუ რამ გებადა,ნუ გეყვარები, მომეპყარი ოღონდ პატივით...მე სნეულს ვგავარ, ვინც სიკვდილის გზას მიჰყვება დამკურნალის რჩევას მაინც ვერ თმობს ანდამატივით.ნუ გამკიცხავ და სიძულვილს ნუ მისცემ სადავეს,მე ხომ სიგიჟე შენი ტრფობით შემომეყარა,ბრბოს საამებლად ნუ დაუდებ იმ ჭორს სათავეს,რომ ჩემს სირცხვილზე ქირქილებდეს მთელი ქვეყანა.გულს თუ არ მანდობ, თვალი მაინც გამოიმეტედა, ზოგჯერ მაინც, თვალთმაქცობით დამაიმედე.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი