↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე თიბათვისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

1 წთ საკითხავი0 ნახვა

—
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისალოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულითფრთებით დაიფარე ამას გევედრებიტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,სული მოუვლინე ისევ შენმიერი,დილა გაუთენე ისევ ციურიდან,სული უმანკოა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღებაუხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი