↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამბაჩები

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11712 ნახვა

—
ერთ მშვენიერ დღეს... კარგად მახსოვს, სექტემბრის ბოლოს,მანდ, ბაისიკლში, მშვენიერი დღეებიც იცისდა შეღამება, სიგიჟეა ბულბულის სოლო,ოქროს გალიით რომ მოგართვით და რკინის ფიცით.
ო, დამიჯერეთ, აზრებსა და სტრიქონებს შორისამ მცირე წერილს უზარმაზარ სინანულს ვურთავ,ჰოდა, მისტერ შ, თუ დარჩებით ქალაქში, მგონი,ერთ მშვენიერ დღეს გააბოლებთ დამბაჩას გულთან.
რაც შემეხება, შეერია ღამეებს ქერტლი,მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდითდა უძილობით ვიტანჯები, უარესს გეტყვით,სიბერემ უკვე ჩაიარა, სიგლახე მოდის
და რა თქმა უნდა, ძლიერ მიჭირს და ძლიერ მიჭერსპროსპექტი, როგორც ბავშვობაში ნაქონი ჩექმა.ამ გულჩვილობას ნუ გაანდობთ ადოლფს და ბიჭებსაქტრისა `ზეტის~ შაბისფერი თვალების ლექმა
წუხელ კინაღამ გადამრია, ლირიულ ჩანართსთქვენც მიმართავდით ცხოვრებაში და ჩვენში მოკვდეს,ხან უსათვალოდ ვარსკვლავებიც რომ აღარ ჩანანწუხელის... ღმერთი კეთილია, ხანდახან, მოკლედ.
მაგრამ მისტერ შ, კარგად გახსოვს სექტემბრის ფარჩა,აქ, ბაისიკლში, თუ დავრჩები, ნამდვილად ვიცი,ერთ მშვენიერ დღეს გაგიჟდება ჩემი დამბაჩადა შემომაყრის შემონახულ დორბლსა და სიცილს.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი