პოეზია · ლირიკა
მძიმეები
ასეთი განწყობა შენამდეც ყოფილა.რატომ. ამაზე ვიფიქრებ. დილიდანდადიან ზურგზე ხელებდაწყობილიწუთები საკუთარ ბაღში. რამდენიმე
ღამით გავეცალე დღეებს. მაწუხებდასპლინი. გავეცალე ფერებს. სადამდეამათი მოფერება. ვზივარ და წუთებიდადიან. დადიან. დადიან. დადიან.
წრეზე. ათიოდე. მძიმე. და ესაასრული ჰარმონია ჩემთვის. სულ არ არისცოტა. ძლიერ მომწონს მათი დეპრესიამძიმე. ძლიერ მომწონს მათი სიარული
მძიმე. რა თქმა უნდა შენამდეც ყოფილანწუთები ზურგზე ხელებდაწყობილი.