პოეზია · ლირიკა
ნამცეცი
გადაღებილი ფრესკების და საგნების კაწვრა,ყველა სახელით ერთი ჯამის გათამაშება,სიხარულებით, ტკივილებით, ბევრჯერ რომ გასცდა,ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ პატარა შრეადა ღმერთი სუფევს, ჯერ სიბნელე, მერე სინათლერომ აიფარა, გაქცეული, ხასხასა ღმერთი,ქედს რომ არ იხრის არსებობის ხვედრის წინაშე,თან სულ რომ მოდის, ნამცეც-ნამცეც და ღმერთად ვერ ვთვლითდა ვცდილობთ, უფრო გადავდღაბნოთ, გავაფერადოთყველა საგანი, გამოთვლილი ზომით და წონითდა ტკივილებით ამოვკაწროთ, მაგრამ ვერასდროსვერ გავიხედავთ ყოფნასა და არყოფნას შორის,სადაც საგნებმა შეინახეს თავისი სახე,საითაც მოჭრილ ფრთებს და ხელებს მიწვდი, ვაცეცებ,ვერ დავიჯერეთ "ყველაფერი ღმერთის შესახებ",მთლიანად რომ ვერ მოვიხელთეთ, ვკენკავთ ნამცეცებს,ყოფნა-არყოფნის საზღვარზე რომ გამოვედავოთ,რომ ჩემთვის გინდა, სანამ აქ ვართ, შენთვის მჭირდებაყველა ის ფერი, რასაც მხოლოდ ბრმები ხედავენ,ის მხარე, სადაც მიფრინავენ მკვდარი ჩიტები.