↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნევრიტი

გეთიაშვილი რეზო

2014-02-201 წთ საკითხავი3976 ნახვა

—
გამარჯობა, ბელა, მე რეზო ვარ,ახალგაზრდა ჩარლზის სეკუნდანტი,სიყვარულის კარის მეეზოვე,მონატრების ექვსი მეხუთედი.
სიჩუმეა, ბელა, რა შორიასანდალოზი სიზმრის სირენამდე,ჭრიჭინების მანტო-მაჟორია,მარტოობის ძველი მარინადი.
კონიაკი ბიჭებს დაელიათ(გამიცნო და ცოტა გამიბრაზდე),დამთენიას დაშნით დაელიან,მიზეზი კი რაღაც სკაბრეზული.
მაპატიე პატი ბალაგანი,მოჩაჩული სპლინის მოჩეჩება,ღამეების ხიბლი გარეგანი,ეტკინება, მაგრამ მოგირჩება.
სიბნელეა, ბელა, სიბერეა,მერე რა, რომ შენიც დაიტოვე,გუშინდელი ქარის სიბერეა,მერე რა, რომ ჩემსას დავიტოვებ.
წაგებულთა მჩატე დუელია,ნაძვნარებში ბედის მოგირჩება,დაელოდე, დილას დაელოდე,მეტკინება, მაგრამ მოგირჩება.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი