↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შინდაბრუნება

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11706 ნახვა

—
დღეს შენ სახლში ხარ, სკამებია უდავოდ სახლში,რბილი სკამები, ზოგიერთზე კიდეც მინდებაფიქრი, ძალიან რბილი ფიქრი, დავასახელებკედლებსაც, რაკი პირების და პირსაწმენდების
სილბოა მათზე, დიდი სილბო და უკვე ჩემთანშორი და ძველი მუსიკაა, სიჩუმე, თითქოსღმერთებს წინასწარ დაუკვეთეს, ჰერმეტულ გულშირომ ბგერა-ბგერა ჩაიმარცვლოს და ჩამითუთქოს,
ჩემმა `გრძნეულმა~ მეგობრებმა, სახლშია ბობიც,ბოლო დროს ოდნავ შეიცვალა ბობი და ხშირადუყურებს გრძნობებს, როგორც რაღაც საშინელებებს,რაღაც კოშმარებს, მოკლედ, ახლა ყველა სახლშია
და ამ დიდებულ სახლებს შორის მილიონ ვერსზეგაჭიმულია ექსტრემული დაბერებისთვე,ქალაქებია ცარიელი, მით უარესიქალაქებისთვის, სკვერებისთვის და ბარებისთვის,
თორემ ამ დიად სახლებს შორის ჩაწყობილ ვერსებს(ამ გადასარევ სახლებს შორის, ანდა სადგურებსშორის) სიბერის მიკრობების თეთრი ექსპრესიბოლო ვერსამდე აბითურებს და ანადგურებს
და ისე ძლიერ ერთადა ვართ ხანდახან, თვალშიისეთი მწველი კადრებია, რომ გაყინულიმუჭებით კიდეც შეგვიძლია ვიცეკვოთ ვალსი,რბილად და თითქმის უშეცდომოდ, არგენტინული.
სახლშია ბელა და ჩემს სახლში იზრდება დარდიდა დარდი უკვე იმხელაა, რომ მინებს ამტვრევსდა მოჩანს ღამე, უამური ფიქრის ბასტარდი,რკინის მესრამდე, ესე იგი - ჰორიზონტამდე.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი