↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულით

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11711 ნახვა

—
ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირსმიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ
წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,თან შენზე მშობლიურად, თავიდან - მშობლიურზე უცხოდ.
არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი