პოეზია · ლირიკა
სახლში
ვინც სარეცელზე ჩამოგისხედით,ხანდახან წყალი რომ მოგაწოდოთ(თავის მართლება),ან, პირიქით, არ მოგაწოდოთ(თავის მართლება),პასუხებს ვითხოვთ:შენს ჩატეხილ საფეხურებს რა ეშველება?ჩვენ?პირჯვარს უკან გაყუჩებულებს(გარედან მგონი ისე ჩანს, რომ შიშის გამოა).და შენს ღამეებს?უფრო სწორედ, შენი ძაღლების,რომლებიც დღისით სად არიან - არავინ იცის.სხვა? ვითომ მართლა გყავდა ქალი?და მასზე წერდი?მერე ორივე დაგავიწყდა?ბუნდოვნად გახსოვს?ღმერთიც ბუნდოვნად?შენს ცას რა გახსნის?ან შენს კედლებში ჩაშენებულ სიცარიელეს?წყალს და უწყლობას ერთნაირად როგორ ინელებ?წერა მაინც რამ დაგავიწყა?ჩვენ – რაღა, მაგრამ შენს სიმართლეს რა ეშველება?ან შენს სიბრძნეს, ან შენს სიბრიყვეს?რით ვეღარ მოკვდი?ერთხელ მკვდარს ერთხელ მოგიგლოვებდით -შენ კი ხარაკირს წელიწადში ორჯერ იტარებ -აღარც თავი გაქვს, აღარც ბოლო,ხერხემალში ყველგან გადატყდიდა დიდი თევზის ნაჭერივით აგრძელებ თრთოლას.ვიღას უყვარხარ?ვერ წავედით, არსად გაგვიშვესდა სარეცელზე ამიტომაც ჩამოგისხედით.თან შენსავით ბებრები გავჩნდით -მშრალი სხეულით, მშრალი ცრემლით, მშრალი ღიმილით,მშრალი სისხლით, მშრალი სიტყვებითდა ზედ გახოცავთ,ნერვებსაც, დროსაც (შავ-თეთრ დღეებს),ზოგჯერ - შვილებსაც...მეტი რა გზაა?თუ მაინც დარჩა სიყვარული, იმის წყალობით,რომ კისტად იქცადა იქ იღვიძებს, სადაც არ ხარ,ანუ მათში,ვინც მიგატოვა.