პოეზია · ლირიკა
სამოთხის კართან
თითქოს ახლო ვარ სამოთხის კართან,და თითქოს ჩვენზე ლოცულობს ქარი,მე სახლში შენი სურნელი წამყვადა გულზე შენი თითების კვალი.
ცისფერი ღამის ფიქრიან სიზმრებსშენზე ლოცვები წვიმებად უვლის,მე მზეში შენი ღიმილი ვიგრძენდა ცაში - შენი ლამაზი სული.
რამდენი დამრჩა უთქმელი სიტყვა,სანთელსაც თითქოს ცრემლები შვენის.მე უშენობაც საოცრად მიყვარს,და უშენობაც სავსეა შენით.
თითქოს ახლო ვარ ბედნიერ წამთან,და თითქოს სევდას მაშორებს ქარი.მე სახლში შენი ცრემლები წამყვა,და გულზე - შენი თითების კვალი.