პოეზია · ლირიკა
საკუთარი სიბერე
სულ უფრო არ ყოფნის ფერები ფერების შესაფერისულ უფრო არაფერს - ფოთლებით, ხეივნით, პოინტერით,წარსულშიც, ჯერ კიდევ არგასულ წუთებს რომ ეწაფება,ოდნავღა კრთებიან ლანდები ბავშვობისდროინდელი.
მგონი ამ ბოლო დროს მეტამორფოზები მეძნელება,თორემ საკუთარ ჩრდილს გამოსახულებას გავუცვლიდი,ადამიანები, მათთან შეხებები, შეგრძნებებიქრობით დაავადდნენ, მშრალი ამოვდივარ აუზიდან
და რასაც განვიცდი, ის არის, რომ სულაც არ განვიცდიამ ამბავს და მეტიც, ნელ-ნელა ეს განცდაც მინელდებადა ვრჩები სიგიჟის, გაფრენის, დაცემის მაგალითიგარდაცვალებების, გარდაცვალებების იმედზეღა.
რასაც წარმოსახვის სუსტი წინაღობით ვეღობები,ღია თვალებია, ცამაც მეტისმეტად აიწია,მრჩება წასული და უკვე დარჩენილი მეგობრები,მარად ძვირფასები, თუმცა მეგობრებმა რა იციან.