პოეზია · ლირიკა
ინტერვალი
უფსკრული. ისე მივუყვებით ქიმნარს და შიშნარს,რომ ზოგჯერ ქიმზე ვჩერდებით და ყვავილებს ისვრისზეცა ქვევიდან, წარსულისკენ, ეს იმას ნიშნავს,რომ ისევ მოვრჩით და ახალი დასასრულისთვის
ისევ ვიწყებით, უსაშველო ვარდნა და შვებადა ფორიაქი, სინანული, ტკივილი, ის რაცსისხლად, მტვრად, ხორცად, ერთმანეთად ქიმებზე რჩება,მისაღებია, რადგან ფსკერიც დასაწყისს ნიშნავს,
რადგან მიყვარხარ (სიგიჟეა), მწყევლი და ბოლოვარსკვლავიც ცაზე მიწურია ჩემი და მიჯნა,მაგრამ ჩვენი დრო, სიცოცხლის და სიკვდილის დრო რომუკვე გავიდა, უკვე აქ ვართ, ეს უკვე ნიშნავს
გარდაცვალებას, ვიმეორებ, გაფრენას, მიწას,წყევლას, თავიდან, ფორიაქი, ვარდნა და შვებადა ნეტარება, ჟრუანტელი, ტკივილი, ის რაციწყება, რჩება. ინტერვალი. იწყება, რჩება.