↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იაფფასიანი გასეირნება

გეთიაშვილი რეზო

2009-08-121 წთ საკითხავი11708 ნახვა

—
ცა ჰგავდა ინგლისურ სეტერს,ხატავდი დალაქულ მთვარეს,ვხატავდით დანგრეულ სვეტებს,სიბნელეს შეჩვეულ თვალებს,
მიწა რომ სწყუროდათ გირჩებს,მოგწონდა მეასე ბლიცი,თვალებში იწყებდა წვიმას,წვიმაში იწყებდი სიცილს.
ცისფერი ჩასდევდა ღელეს,ცა იყო თეთრი და შავი,სიკვდილი იქნევდა ხელებს,სიფრთხილეს სტკიოდა თავი,
წვებოდა უბრალოდ ღამე,ფიქრობდი, ხანდახან არცკი,ხანდახან დასდევდი წამებს,ხანდახან ნემსით და ძაფით.
დუელი სწყუროდათ გირჩებს,ხატავდი დალაქულ მთვარეს,ცა ჰგავდა დობერმან პინჩერსდარჩენილს მშრალზე და გარეთ.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი