↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარიამ წერეთელს

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6670 ნახვა

—
ჩემო ძვირფასო! ყველა გეტრფის, ყველას ახარებ,მე ჩუმადა ვარ, არ მჯერა, რომ თავს შეგაყვარებ.დიდი ხანია გერიდები და ვარ მდუმარი,შენთვის ვარ მხოლოდ ახლობელი, მხოლოდ სტუმარი.მაისი მოდის! ვერ დავფარავ დიდი ხნის დარდებს,შენს ნაცვლად ვეტყვი ჩემს სიყვარულს, მხიარულ ვარდებს,და როცა ბაღში შენ გაივლი დარხეულ ტანით,-გაშლილ ვარდებში ჩემი ტრფობა გამოიცანი.აღარ ვიქნები მაშინ შენთვის ბავშვი, სტუმარი,და ამღერდება ჩემი ლექსი წინათ მდუმარი.მე შევეხები ნაზი კოცნით შენს ბროლის ხელებსდა სული მეფედ მხოლოდ შენ ერთს დაგასახელებს.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი