პოეზია · ლირიკა
მუნჯი ტკივილი
ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივათოვლი გაგიჟებს,ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივაფეხს რომ გაბიჯებ.ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირსყოფნა უენო,ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭიყოფნა უშენოდ.ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომითგტკივა ფესვებიწელში იხრებით ქართან ომითარყნი, მუხები.ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათდიდხანს სიცოცხლე,ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,ყოფნას ვუმოკლებთ.ვინ იცის, ურვა და ჩივილიქარის, მიწის, ცის . . .პოეტის გარდა მუნჯ ტკივილისარავინ იცის.