↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვა ნაპირი

დეკანოზიშვილი ნუციკო

2026-07-181 წთ საკითხავი1999 ნახვა

—
გადახუნებულ მდელოებსაც,აშმორებულ ჭაობებს დანაღვლიან წყვილებსგადავუფრინე.ოქროს მტვერივითბრჭყვიალებდნენცხვირწინ ბურნები,-მზეს უმადლოდნენ.ის კი-ღმერთივით ხელგაშლილი-წვებოდა მთაზე,-ეფინებოდა "ვარდთა და ნეხვთა".
იდგა მკათათვე. ცხელოდა და მუხლები მტეხდა.
მოზლაყუნებდნენ ძროხები და დონდლო ცურებითდაატარებდნენ რძეს და სევდას-სამყაროს სევდას.ქალები თივას უმატებდნენ კაცებს ურმებზე,და ორი მხარეც აღარ ჰქონდა რადგანაც მედალს,
თავი მიწაზე ამოვყავი.
ხეები-გზებზე.ტოტები-ფრთები.ფრთები-ხელები.რამდენიც გინდა, აქნიედა ასავსავე,-ფაქტია,-ხმები.
და დილაობით, როცა ჩიტებიმილეთის ამბავს გიამბობენ,ისმენ უბრალოდ, ჩაის წრუპავ და არც გინდება
წერილი გახსნა. წაიკითხო. მერე დახურო.ან უპასუხო. ან იფიქრო კარგზე ან ცუდზე.გინდა, გადახდა დაუკვეთო სახლის სახურავს,და გაუნძრევლად დაელოდო წვეთების ურდოს.
ჰოოპლა!რა უცხო ნაპირია,-ტბის პირას დგები.ზურგს უკან-ღია თვალებივით-დაგრჩნენ ცოცხლები;მტრები, მოყვრები, გამვლელები, ძმები და დები.სარკეში-წყალში აკვირდები წამხდარ ოცნებას.
სარკეში-წყალში.შენ-ნარცისი.ნარცისი-ფერი.ფერი პრიმატის,და წყალწყალა ხაზები თვალში.ფეხებქვეშ-მიწა შემღვრეული,და ნაწილ-ნაწილ,სვენებ-სვენებით,ზოგჯერ ხმაურით, ზოგჯერ ჭენებით,ფეხაკრეფით და უჩუმრად, ზოგჯერ,
გადაწყვეტ,-რჩები.
და გამართლებად დახავსებულ სიტყვებსიგონებ,-წყალდიდობისას სათქმელად დამოსაჭიდებლად.
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი