↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსის მატარებელი

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20975 ნახვა

—
განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს,ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა....მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური,მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური..ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოშიშევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში...აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით,მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი...გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება,სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება,იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ შენთვის ღია საგულეს,იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!..მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები,შენ კი ამ დროს მოვარდი და ზურგზე ხელით მეხები...დილის ნისლში ჩაიკარგა ორთქლმავალი - მელოტი,...ღმერთო ჩემო, ამ სადგურზე ოცი წელი გელოდი!ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს -ვერ ასცდები მოლოდინებს,თანამგზავრებს,სადგურებს...მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან დაშოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი