↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მქვია ბათუმი

დოლიძე გენრი

2012-09-122 წთ საკითხავი20968 ნახვა

—
დავით არძენაძეს
მე მქვია ბათუმი,შენ გქვია ბათუმი,ჩვენ გვქვია ბათუმი,ჩვენ ერთად ჩვენივე ქალაქის აწმყო ვართ,შენ ხედავდა თუ მეც,შენ გტკივადა თუ მეც,შენ გეწვისდა თუ მეც, მადლობა მაცხოვარს,რომ შეგვრჩა თვალი და ხსოვნა და ლოგიკა,კარგად გავარჩიოთ მტერი და მოყვარედა როგორც ქალაქის ერთადერთ მოჰიკანს,ვით სხალთის ტაძარში დამწვარი მოძღვარისბოლო ამოლოცვას, ცრემლის ამოხეთქვას,ვინ გვრჩება, რა გვრჩება? - ღმერთი და იმედები,არადა რა გვქონდა სადაო ამ ოხრებთან,თავისით მოდიოდნენ და სამტროდ გვიმეტებდნენ.
გვიწვავდნენ, ტაძრებს და აკვნებს და ოდა-ბადეს,ეს სისხლის (ნაკაცარი) მწოველი კაცუნები,თუ რამეს გაიგონებ, გულზე ყურს რომ დამადებ,ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნია.
შენს თვალსაც თუ შერჩა ცეცხლი და მგზნებარება,სულაბრიალებული ტაძრების ანარეკლი,თუ დღესაც იგივე გეენა გვეპარება,იმ ძველი გაკვეთილის შოლტი და ნარ-ეკალი.
თუ ცაზე სხვა ქვეყნის მთვარე გათავხედდა,(მთვარე დაკარგული კონკიას ქოშია)ჯანდაბას, მშიერი ლომები ავყეფდეთ,თუ თბილ სავარძლებთან ფეხმორთხმულ გოშიებს,გამძღარი სიზმრების ბურანში წათვლიმათ,სიზმრები სიზმრებში წონაში იკლებენ,ჯანდაბას, დავიწყოთ, და თუ დღეს ათნი ვართ,ხვალ ასნი, ზეგ კიდევ ათასნი ვიქნებით.
ოღონდაც დავიწყოთ ახალი გვერდიდან,დრო სანამ იმ წინა ფურცელსაც ამახევს,თუ ჩვენი წინაპრის გმირობა გვედიდა,დღეს რომ ხარ, დღეს რომ ვარ, დღეს თუ ვართ ამაყი...
ხვალ ალბათ მთელს ქალაქს დახვდება გზავნილიკედლებზე, ასფალტზე, დაორთქლილ მინაზედავიწყოთ, დავიწყოთ, დავიწყოთ ამ დილითმკაცრად მზენაკლული სიზმრების ჯინაზე
თუ გქვია ბათუმი, თუ მქვია ბათუმი,თუ ერთად ჩვენივე ქალაქის აწმყო ვართ,თუ ხედავ და თუ მეც, თუ გეწვის და თუ მეც,მადლობა მაცხოვარს!
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი