↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების,დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით;უნაზესი ისმის ხმა საკრავების,ბაღებს იქით. სადღაც. გადაშორებით.მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა.იბინდება, იბინდება მთაწმინდა.აჰ, ეგ თმები, ჩემს სახეს რომ ეხება,შუქმა კარგი მოგონებით შეღება.იყო ომი, იყო ცეცხლის დროება,ლოდინია ეხლა და მყუდროება.ციდან მთებზე ეშვებიან კრავები,დაღალული წყდება ხმა საკრავების.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი